|
2016-08-20 10:54:12, 1941 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ი თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც გიულენის ბრალეულობას შეისწავლის
აშშ-ის იუსტიციის სამინისტო უახლოეს მომავალში თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ორგანიზატორად თვლის, ამასთანავე, მას ტერორისტს უწოდებს, მან ამერიკულ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი მტკიცებულება დღემდე ვერ წარუდგინა. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღებით განიხილავენ და მოქალაქის უფლებებს არ დაარღვევენ. ცნობისთვის, ფეთჰულა გიულენი აშშ-ში, კერძოდ კი პენსილვანიაში 1997 წლიდან ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)