|
2016-08-19 19:57:09, 1971 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სამთავრობო ოფისებსა და დემონსტრაციებზე სახის დაფარვა აიკრძალება
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია სავარაუდოდ აკრძალავს სახის დაფარვას ზოგიერთ გარემოებაში, მათ შორის: სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სამთავრობო ოფისებსა და დემონსტრაციებზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, გერმანიის შეთავაზებული ნაწილობრივი აკრძალვა უსაფრთხოებასა და ეროვნულ კავშირს შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, ბურკა გერმანულ კულტურაში არ "ჯდება" და სწორედ ამიტომ, ითხოვენ სახის ჩვენებას. აღნიშნულ ინიციატივას მხარი ბერლინის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა. ამასთან, დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თუ გერმანიის შს სამინისტრო ფარანჯის ტარების აკრძალვაზე იმსჯელებს, კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, საფრანგეთის ქალაქ კანის მერმა, დევიდ ლისნარდმა, პლაჟზე საცურაო კოსტიუმის, ბურკინის ტარება აკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)