|
2016-08-19 11:57:17, 1847 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ელჩი: თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლისთვის სურს
თურქეთს ევროკავშირში შესვლა 2023 წლისთვის სურს, - ამის შესახებ ევროკავშირში თურქეთის ელჩმა სელიმ ენელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ელჩმა განაცხადა, თურქეთის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ევროკავშირისგან 2016 წელს ელის, "2017 წელი მიუღებელი ვადა იქნებოდა". ენელმას თქმით, ანკარასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, სწორი გზით ვითარდება. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ "თუ თურქეთი უვიზო რეჟიმს არ მიიღებს, ჩვენ არ გავგზავნით მილიონობით ლტოლვილს ევროპაში ავტობუსებით, როგორც ეს ზოგს წარმოუდგენია. თუმცა სირიიდან ლტოლვილებს აღარ მივიღებთ". სელიმ ენელის თქმით, 2023 წელს თურქეთის რესპუბლიკა დაარსებიდან მეასე წლისთავს აღნიშნავს. “ამ ვადისთვის ევროკავშირში შესვლა გახდებოდა ქვეყნის უმაღლესი მიღწევა. ამჟამად გაწევრიანების პირობები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, თუმცა ეს შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს”, - განაცხადა თურქეთის წარმომადგენელმა ბრიუსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)