|
2016-08-19 10:58:24, 1792 ნახვა
მსოფლიო
The New York Times საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის - საქართველო "კავკასიის კალიფორნია"
ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში სათაურით „კავკასიის კალიფორნია“ საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის სიტყვებით იწყება. „ჩვენი ჯგუფი თბილისში წაგვიყვანეს. იქ ჩასვლა ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცბად ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა“, - ამბობს იან კელი. სტატიაში თბილისს დიდი ყურადღება დაეთმო, მისი ღირშესანიშნაობებია აღწერილი, მათ შორის მშვიდობის ხიდიც. The New York Times საქართველოს დედაქალაქს ღვინის უძველესი კულტურის, თერმული აბანოებისა და შესანიშნავი კერძების დედაქალაქს უწოდებს. ავტორმა სტატიაში ხაზი არა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს გაუსვა, არამედ ქვეყნის კულტურას, კერძებს, დაასახელა რამდენიმე რესტორანი, მაღაზია და სასტუმრო სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კარგად იგრძნობს. „90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მშვიდობიანი, პროდასავლური რევოლუციის შემდეგ, თბილისმა დიდი აღორძინება განიცადა და ახლად შეძენილი ამბიციები ყველგან ჩანს“, - ნათქვამია მასალაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)