11:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 16:50:29, 1127 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა

დღეს, ბათუმის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ გახსნეს. ფესტივალი მიზნად ისახავს, აჭარის, როგორც მეფუტკრეობაში წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას. 

თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 24 მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან. ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა. ფესტივალი მოიცავს გასართობ ღონისძიებებს, ცოცხალ მუსიკას, კონკურსებს, მასტერკლასებს, სადაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ მონაწილეობის მიიღება. 

ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics