08:31 - 14 Aug, 2026
|
2016-08-09 13:38:30, 2174 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში შტორმის შედეგად 45 ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში ტორმის შედეგად 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დააზარალა. ვერაკრუსისა და პუებლას შტატში მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ ადამიანები მოყვნენ. უგზო-უკვდლოდ დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. პუებლას შტატში მდებარე რამდენიმე სოფელი სტიქიის გამო გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელშიც მაშველებთან ერთად ასობით სამხედროა ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)