|
2016-08-09 13:09:46, 642 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია: არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს. მინისტრის განცხადებით, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გადაწყვეტილება მიიღო. დანელიას განმარტებით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია პირდაპირ მევენახეზე გაიცემა და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია შემდეგი ოდენობით გაიცემა: 1კგ რქაწითელზე-45 თეთრი, 1კგ კახურ მწვანეზე-45 თეთრი და 1 კგ საფერავზე-20 თეთრი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული- 2 ლარი. ამასთან, როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საშუალებების მიზნობრიობით გაგრძელდება. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ფერმერებისგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მილიიონი ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მილიონი ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა 3 წლის ვადით განისაზღვრა. შეხვედრაზე დანელიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულბას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს ბაზარი არეგულირებს. ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. გიორგი სამანიშვილმა რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო საკითხებზე ისაუბრა. რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. შტაბის ფუნქციონირება რთველის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, გასული წლის მსგავსად, ამოქმედდა ცხელი ხაზი-1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში საჭირო ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრაზე სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩუნებულია-7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მილიონ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. (NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)