|
2016-08-09 12:48:36, 2010 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლომ ISIS-სთან კავშირის გამო, 16 წლის გოგონას ბრალი წაუყენა
საფრანგეთის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ 16 წლის გოგონას „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარებაში ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ France24 სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, მოზარდს ბრალად ტერორისტებთან შეთქმულება და ონლაინ კომუნიკაციის გამოყენებით ტერორისტული აქტების პროვოკაცია ედება. France24 სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონა კოდური ტექსტების გამოყენებით, ტეორისტებს წერილებით ეკონტაქტებოდა. „მან „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრებს მიაწოდა უამრავი ინფორმაცია. ასევე დაშიფრული შტყობინებებით მათ თავდასხმებისკენ მოუწოდებდა“, - აცხადებს ანონიმური წყარო. ამასთან, გოგონა აპლიკაცია Telegram-ში შექმნილი ჯგუფის ადმინისტრატორიც იყო. გოგონა წარსულში ნასამართლევი არ არის. ის ამჯამად დაკავებულია. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ვერც ასაფეთქებელი მოწყობილობები და ვერც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს. მოზარდის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია გოგონას კუთვნილი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი. ცნობისთვის, საფრანგეთში საგანგებო მდგომაროება კიდევ 6 თვის განმავლობაშ გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ბოლო პერიოდში, რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთ საკურორტო ქალაქ ნიცაში, რის შედეგადაც 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ათობით ბავშვი. 400 -მდე ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)