|
2016-08-09 12:20:57, 1980 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ამასთან, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე გამოცხადდება. მათივე ინფომრაციით, პოროშენკოსთვის ეს გამოძიება ძალიან მნშვნელოვანია. ცნობისთვის, ევროინტეგრაციის მომხრეები კიევის მოედანზე 2013 წლის 21 ნოემბერს მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ. მოგვიანებით მაიდანი რადიკალებისა და ძალოვანების დაპირისპირების ცენტრი გახდა, რასაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)