|
2016-08-05 13:53:30, 733 ნახვა
პოლიტიკა
გოგოლაშვილი: "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებით, მოიხსნება კითხვა, თითქოს "გირჩი" "ნაციონალების" მიერ დაარსებული პარტიაა
ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილება, შესაძლებელია პოლიტიკურად სწორი იყოს. როგორც მან "ქსპრესნიუსს" განუცხადა, გოგა ხაჩიძის პარტიის "ახალ მემარჯვენეებთან" ბლოკში გაერთიანებით, მოიხსნება კითხვები, არის თუ არა "გირჩი" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაარსებული პარტია: "შეიძლება სწორი ნაბიჯი იყოს, რადგან "გირჩი" არის ძალიან ახალგაზრდა პარტია, თანაც იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრობას" გამოეყო, მაინც არის დამოკიდებულება, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაარსებული პარტია იყო. მათი გაერთიანება ახალ მემარჯვეენებთან, ამ კითხვებს მოხსნის. ახალი მემარჯვენეები მართალია დიდი პარტია არასდროს ყოფილა, მაგრამ სტაბილურად ყოველთვის იყო პოლიტიკაში, ძველი პარტიაა და ერთად შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქნონდეთ. შესაძლოა, ამან ცოტა რეიტინგი აუწიოს ორივე გუნდს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებულად მიიღებენ მეტ ხმებს, თუმცა არ დაზიანდებიან და შანსები უფრო გაეზრდებათ",-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)