|
2016-08-03 20:53:40, 771 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართელოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ვიზიტის ფარგლებში, სუს-ის უფროსმა გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მადათ გულიევთან. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)