13:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 20:26:28, 673 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ მინისტრს, განათლების მინისტრ მოჰამად სნეიბათს შეხვდა, რომელიც საქართველოს ვიზიტით იუნესკოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების  ფარგლებში ეწვია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და აღნიშნა, რომ იორდანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა იორდანიის როლს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

შეხვედრაზე გამოითქვა დაინტერესება ქვეყნებს შორის ბიზნეს დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების განხორცილების, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და ფინანსური მიმართულებით.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. იორდანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics