11:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 11:58:33, 670 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი უწყების თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს.

ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი იმედა დარსალია ავრცელებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალურ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებიან. მინისტრის მოადგილის მოვალეობას დავით ებრალიძე შეასრულებს მანამ, სანამ პრემიერი უწყების ახალ ხელმძღვანელს წარადგენს.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეიდან თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics