08:32 - 14 Aug, 2026
|
2016-08-01 11:51:08, 1761 ნახვა
მსოფლიო
ერევანში, შეიარაღებული პირები პოლიციას ჩაბარდნენ
ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა წევრი დაკავებულია. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და ერევანის პოლიციის განყოფილების შენობა გაათავისუფლეს, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული. დაკავებულია „სასნა წრერ“-ის 20 წევრი. როგორც თავად „სასნა წრერ“-ის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, იარაღი სისხლისღვრის აცილების მიზნით, ნებაყოფლობით დაყარეს. შეგახსენებთ, შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს დაიკავა. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)