08:31 - 14 Aug, 2026
|
2016-07-29 15:39:56, 2083 ნახვა
მსოფლიო
სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" 24 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა
ჩრდილოეთ სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯა, - ამის შესახებ Daily star-ი სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა სირიის სოფელი ბაირი დაიკავეს, რის შემდეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს. ცნობისთვის, სოფელ ბაირს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ალიანსი “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებს. “სირიის დემოკრატიულ ძალებს” აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ სირიაში 5 წლიანი ომის განმავლობაში 280 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანმა კი სახლკარი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)