|
2016-07-29 13:50:51, 1799 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება 3 ათასს მოსამართლესა და პროკუროს ქონებას ჩამოართმევს
თურქეთის ხელისუფლება 3 ათასს მოსამართლესა და პროკუროს ქონებას ჩამოართმევს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, უძრავი და მოძრავი ქონების კონფისკაცია შეეხება იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის წამომადგენელი, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ პრეზიდენტ ერდოღანს მოუწოდებს, რომ “კუდიანებზე ნადირობა” შეწყვიტოს. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო შესაძლოა, უდანაშაულო ხალხი დაზარალდეს. ამავე დროს, პოლიტიკოსმა გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების განხორციელებას მხარი დაუჭირა. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. ცნობისთვის, მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ანკარა ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)