|
2016-07-28 18:47:40, 1168 ნახვა
სამართალი
კოჟორიძე: საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ევა გოცირიძემ მთელ ევროპას სამართლის სტანდარტები დაუდგინოს
„ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები ამბობს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს სასამართლოსადმი ზოგადად ნდობას, არ გააჩენს კითხვებს და იქნება გამჭირვალე“, - ამის შესახხებ პრეზიდენტის მჩეველმა ადამიანთა უფლებების საკითებში კახა კოჟორიძემ სტრასბურგის სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვიტელებამ აღნიშნულ პროცესს დამატებითი ჩრდილი მიაყენა. „მაშინ როდესაც ანა დოლიძემ ქალბატონ ევა გოცირიძეზე უფრო მაღალი ქულები მიიღო კომისიიდან, ჩვენთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ქალბატონ ევას პრიორიტეტი. ჩვენ ალბათ გვავიწყდება ის, რომ საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეზე ანუ პირზე, რომელმაც ევროპას სამართლის სტანდარტები უნდა დაუდგინოს“, - განაცხადა კოჟრიძემ.. ამასთან, მისივე თქმით - „ევა გოცირიძემ ქართული სტანდარტები არ დაიცვა და ვერ დაიცვა“. „იმ გადაწყვიტელების შემდეგ რაც მან მურუსიძეს მეორედ მოაცვა სხვებთან ერთად მოსამართლეობის მანტია და მერე საზოგადოებას წერილობითი განცხადებით აცნობა, რომ არ დაიცვა ქართული სტანდარტები და მიიღო გაუგებარი ჯგუფური გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის მერე, გაუგებარია ეს პროცესი. უცნაური ჯაჭვია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მურუსიძის სამართალს გამაოგნებელი უწოდა. ქალბატონმა ევამ მურუსიძე კვლავ დანიშნა მოსამართლედ და დღეს საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ევა გოცირიემ მთელ ევროპას სამართლის სტანდარტები დაუდგინოს. ამას ჩვენ ვერ ვხსნით რით არის განპირობებული და მოტივირებული“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)