|
2016-07-28 12:12:55, 1772 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიღო, - ამის შესახებ BBC თურქულ მედია საშუალებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, 45 ყოველდღიური გაზეთი, 16 ტელეკომპანია და 3 საინფორმაციო სააგენტო დაიხურა. როგორც BBC წერს, მთავრობამ სულ 130 ადგილობრივი მედია საშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განცხადებით, სამსახურიდან 1600 სამხედრო, მათ შორის 149 გენერალი და ადმირალ დაითხოვეს. როგორც 27 ივლისს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 15 ათასი ადამიანი, მათგან 10 ათასი სამხედროა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ სამსახურიდან ასევე მასწავლებლები და ლექტორები გაათავისუფლა, დაიხურა ათობით უნივერსიტეტი. ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)