15:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 11:45:23, 1904 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი: მსოფლიო ომის მდგომარეობაში იმყოფება

ევროპაში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების ტალღა ადასტურებს, რომ მსოფლიო ომის მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ BBC რომის პაპ ფრანცისკე პირველის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რომის პაპის განცხადებით, საუბარია არა რელიგიებს შორის ომზე, არამედ ინტერესებისა და ფინანსური რესურსების კონფლიქტზე.

“ჩვენ მუდმივად გვეუბნებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სინამდვილეში კი ის რაც ხდება, შეიძლება დახასიათდეს სიტყვა “ომით”. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის აღიარების. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან მშვიდობა დავკარგეთ. როდესაც მე ვსაუბრობ ომზე, მე ვგულისმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას მშვიდობა სურს, ომი სხვა ადამიანებს უნდათ”, - განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკე პირველი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში უკვე ჩავიდა, სადაც მსოფლიო ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სიტყვით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი საქარტველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics