05:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 10:34:49, 661 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი აშშ-დან დაბრუნებისთანავე მზად იქნება, პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისთანავე მზად იქნება საქათველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავმჯდომარე მიზანშეწონილად თვლის გარკვეული პერიოდულობით სამუშაო შეხვედრების გამართვას ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი პირების - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარე- მონაწილეობით.

“აღნიშნული რეგულარული სამუშაო ფორმატი საშუალებას მოგვცემს დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა საკითხზე, თავიდან ავიცილოთ თემების ზედმეტი პოლიტიზირება და გავზარდოთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics