2016-07-25 18:21:27, 1597 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამას ძმა არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს მისცემს
ბარაკ ობამას ნახევარძმაის, მალიკ ობამას განცხადებით, ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპულიკელ დონალდ ტრამპს მისცემს ხმას, - ამის შესახებ Reuters კენიაში მყოფ მალიკ ობამაზე დაყრდნობით წერს.
50 წლის მალიკ ობამა აცხადებს, რომ თავისი ძმის მმართველობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ის მხარს დონალდ ტრამპის პოლიტიკას უჭერს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
"მისი მიმართვის ადრესატ პირადად მე ვარ და ვფიქრობ, ის მიწაზე მყარად დგას, ის გულწრფელად საუბრობს და არ ცდილობს, იყოს პოლიტკორექტული. ის პირდაპირია", - განაცხადა მალიკ ობამამ.
მალიკი ამბობს, რომ მას ესმის ტრამპის პოზიციის, რომელიც მუსლიმების აშშ-ში ჩასვლის წინააღმდეგია.
"მე მუსლიმი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ადამიანები დადიოდნენ, ხალხს ესროდნენ და კლავდნენ ისლამის სახელით", - განაცხადა ბარაკ ობამას ძმამ.
მალიკ ობამამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას თეთრი სახლში ყოფნის პერიოდი გააკრიტიკა. მისი თქმით, ობამას ამერიკელი ხალხისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ბარაკ და მალიკ ობამებს წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
მალიკი სტუმრობდა პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში, ის ასევე ბარაკ და მიშელ ობამების ქორწილში ხელისმომკიდე იყო. ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე მალიკი 1985 წლიდან ვაშინგტონში ცხოვრობს, ის მრავალ კომპანიაში მუშაობდა, სანამ დამოუკიდებელი ფინანსური კონსულტანტი გახდებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან