|
2016-07-25 12:58:08, 1758 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს
თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. იუნკერის თქმით, ევროკავშირში იმ ქვეყნის ადგილი არ არის, რომელშის სიკვდილით დასჯა არსებობს. „თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ მასთან მოლაპარაკებებს, რადგან ევროკავშირში არ არის იმ ქვეყნის ადგილი, რომლის საკანონმდებლო არსენალში სიკვდილით დასჯა არსებობს“, - განაცხადა იუნკერმა. მან ასევე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთში ამ დრომდე მასიური "წმენდა" მიმდინარეობს, ათობით ათასი ადამიანი დაკავებულია. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი და მთავრობა, სიკვდილით დასჯის კანონის შემოღებას განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)