07:39 - 14 Aug, 2026
|
2016-07-25 10:45:14, 1811 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა
გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, შემთხვევა ბავარიის ფედერაციულ მხარეში მდებარე ქალაქ ანსბახში მოხდა. BBC-ის ცნობით, 27 წლის სირიელმა მიგრანტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების უფლება არ მისცეს, რომელიც ქალაქში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. სირიელმა მიგრანტმა თავი სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად აიფეთქა, სადაც ფესტივალი ტარდებოდა. მედია საშუალების ინფორმაციით, 12 ადამიანი დაშავდა, აქედან 3 კრიტიკულ მდგომარეობაში. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 2 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ეს ბავარიაში ერთ კვირაში მომხდარი თავდასხმის მესამე შემთხვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)