|
2016-07-23 15:18:28, 1812 ნახვა
მსოფლიო
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, გათავისუფლებული არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი. ცნობისთვის, მოლაპარაკებების შედეგად დღეს დილით კიდევ 2 პოლიციელი გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებმა ერევანში, ერეუბნის რაიონში მდებარე პოლიციის შენობა რამდენიმე დღის წინ შტურმით აიღეს და იმ მყოფები მძევლად აიყვანეს. ასევე, თავდამსხმელები, ერებუნის რაიონის ტერიტორიაზე 24 საათიანი პრეს-ცენტრის გახსნას ითხოვდნენ. მთავარი მოთხოვნა კი, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომა იყო. 18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბიეს და ათობით აქტივისტი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)