|
2016-07-23 13:30:17, 1831 ნახვა
მსოფლიო
გერმანია მიიჩნევს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს
გერმანიის ფედერალური მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ეს აუცილებელია იმ ქმედებების ფონზე, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ახორციელებს. ზაიბერტის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყება „წარმოუდგენელია“. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. აჯანყების შემდეგ თურქეთში ათასობით ადამიანი დაკავეს. თურქეთის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის კანონის შემოღებას განიხილავს. ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები, თურქეთმა ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)