|
2016-07-23 13:09:32, 1721 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენში, სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
მიუნხენში, სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია,- ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel იუწყება. მედია საშუალებსი იფნორმაციით, თავდამსხმელს დავიდ ს. ჰქვია, თუმცა გამოცემა წყაროს და დამატებით დეტალებს არ ასახელებს. Bild-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ბინა გაჩხრიკეს. მამაკაცი გერმანიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ბინის ჩხრეკა მას შემდეგ მოხერხდა, რაც თავდამსხმელი რამდენიმე ადამიანმა იცნო და მისი იდენტიფიკაცია მოხდა. როგორც მედია საშუალება წერს, ეჭვმიტანილის მამა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გარდა ამისა, თავდამსხმელის კლასელის თქმით, ის ძალიან მშვიდი ადამიანი იყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)