|
2016-07-23 12:54:18, 1643 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: ევროპა მიუნხენის ტრაგედიის წინაშე გერმანიის გვერდით დგას
ევროპა მიუნხენის ტრაგედიის წინაშე გერმანიის გვერდით დგას, - ამის სესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრტხოების საკიტხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მოგერინიმ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო მოსახლეობას მიუსამძიმრა. “ჩვენი ფიქრი დაღუპულებთან, მათ ოჯახებთან და გერმანიის ხალხთანაა. ევროპა გერმანიის გვერდით დგას”, - განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)