|
2016-07-22 15:58:01, 1675 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის იუსტიციის მინისტრი: სიკვდილით დასჯის საკითხზე ევროკავშირის პოზიცია არ უნდა გავითვალისწინოთ
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინება საჭირო არ არის,- ამის შესახებ CNN Turk იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის საკითხზე გადაწყვეტილება თურქულ კანონმდებლობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ევროკავშირის სურვილს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, განაცხადა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება თუ ის სიკვდილით დასჯას იყენებს. ეგახსენებთ, რონ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგდაც 290-ზე ნეტი ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს. ცნობისთვის, ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)