|
2016-07-21 15:22:09, 1608 ნახვა
მსოფლიო
ერევანში არეულობის დროს პოლიციელებმა 136 ადამიანი დააკავეს
ერევანში არეულობის დროს სამართალდამცველებმა 136 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ BBC სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება გვიან ღამით ერებუნის რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც შეიარაღებულ პირებს რამდენიმე ადამიანი მძევლათ ჰყავთ აყვანილი. დაპირისპირების დროს 45 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 სამაღთალდამცველი და რამდენიმე ჟურნალისტი. საპროტესტო აქციაში თავდამსხმელების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დაიკავა. მათ ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. გარდაცვლილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანია. მათ ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანისა და სხვა პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ისინი ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)