|
2016-07-20 18:53:25, 1770 ნახვა
სამართალი
ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან (გაგრძელება)
თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, რთული იყო მაგდასთან მუშაობა? მოგეცათ თქვენი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლენის საშუალება? მაგდა საკმაოდ რთული ადამიანია იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს საკუთარი ხედვა, საკუთარი პრინციპები და ამ პრინციპებს მიყვება. 18 წელია ამ საქმიანობაში ვარ და ძალიან იშვიათად მქონია ისეთი შემთხვევა, რომ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაღაცა მირჩევია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს პოზიცია არ გაუზიარებია. მაგდა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგისმინოს, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითონ. სხვათაშორის, ექსპერტმა კიდევაც თქვა, რომ მაგდა არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი თვითკონტროლის უნარი აქვს და გადაწყვეტილებების მიღების თავისეული გზა აქვს. აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მაგდას ჩვენთვის რომ დაეჯერებინა, რომ სასამართლო აგვერჩია, ან თუ სასამართლო არ აგვერჩია, ნაფიცებისთვის მსუბუქი მუხლი შეგვეთავაზებინა, არ აღმოჩნდებოდა მუდმივი პატიმრობის ქვეშ. მაგრამ, აბსოლუტურად მესმის მისი იქიდან გამომდინარე, რომ როცა შენთვის, როგორც დედისთვის, ის კიარაა მნიშვნელოვანი შენ 16 გექნება, 20, თუ მუდმივი, მნიშვნელოვანია ის, რომ შენ არ დაგერქვას შენი საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელი. მესმის მაგდას გადაწყვეტილებების. უბრალოდ, ვამბობ, რომ სამართლებრივად ამ გზას რომ გავყოლოდით ჩვენ, აბსოლუტურად სხვა შედეგებს მივიღებდით, მაგრამ როცა ადამიანისთვის არაა მნიშვნელოვანი სხვა შედეგი გარდა იმისა, რომ ის უნდა გამართლდეს ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, მაგდას გადაწყვეტილებების მესმის. ახლა, როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტილების გასაჩივრებაში დაარწმუნებთ? არვიცი. მაგდას ვუთხარით რომ ეფიქრა. უახლოეს დღეებში შევალთ და იმედს ვიტოვებ, მოგვეცემა საშუალება, სასჯელის ნაწილში ვერდიქტი გავასაჩივროთ. რა დასკვნა დადო ექსპერტიზამ მაგდა პაპიძის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? ექსპერტიზამ თქვა, რომ მას აქვს პერსონალური ფსიქიკური აშლილობა, შერაცხადი იყოო და ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემების გადაწყვეტის თავისებური გზები აქვსო. საინტერესო ფრაზა თქვა ფსიქოლოგმა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის განიცდის სითბოს და სიყვარულის უკმარისობას, სითბოს და სიყვარულს გასცემს ზომაზე მეტსო. არ მესმის, ასეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება ასეთი საშინლება ჩაიდინოს.
თეონა ნოზაძე
პაპიძის ადვოკატი: მაგდას რომ ჩვენთვის დაეჯერებინა, მუდმივი პატიმრობის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა - I ნაწილი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)