|
2016-07-19 14:50:31, 1738 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში გაუჩინარებულ 2 ვერტმფრენსა და 25 სპეცრაზმელს ეძებენ
თურქეთში გაუჩინარებულ 2 ვერტმფრენსა და 25 სპეცრაზმელს ეძებენ, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Hurriyet იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მარმარისში პრეზიდენტ ერდოღანზე თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა გეგმის ჩაშლის შემდეგ, მათ გეზი შეცვალეს და ტყეს შეაფარეს თავი. ამჟამად სპეცრაზმელებს თურქი სამხედროები ეძებენ. ცნობისთვის, 15 ივლისს, გვიან საღამოს სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მარმარისში ისვენებდა. ამბოხის დაწყების შემდეგ ის სტამბოლში გაემგზავრა. როგორც მოგვიანებით ერდოღანმა განაცხადა, მარმარისიდან მისი გაფრენის შემდეგ, დაიბომბა სასტუმრო, სადაც მანამდე პრეზიდენტი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთსი სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)