05:26 - 14 Aug, 2026
|
2016-07-19 14:10:33, 1777 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთმა აშშ-ს სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. ილდირიმის თქმით, ოფიციალური მიმართვა აშშ-ს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა გაუგზავნა. "ჩვენ მივმართეთ აშშ-ს, რომ ტერორისტი გიულენის ექსტრადირება მოხდეს. ოფიციალური მიმართვა იუსტიციის მინისტრმა გადაგზავნა", - განაცხადა ილდირიმმა. შეგახსენებთ, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო და თურქეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)