05:26 - 14 Aug, 2026
|
2016-07-19 13:20:34, 1573 ნახვა
მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდასხმაში მონაწილე ახალგაზრდა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო, - ამის შესახებ ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq იუწყება. მედიის ცნობით, 17 წლის ავღანელი ლტოლვილის ოთახის ჩხრეკისას "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს. შეგახსენებთ, რომ ცულითა და დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მატარელის მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 საათზე, ქალაქებს ოქსენფურტსა და ვიურცბურგს შორის მოხდა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 20-მდე ადამიანია, რამდენიმე მათგანის მდგომაროება არის კრიტიკული. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდაცია მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)