|
2016-07-19 10:23:57, 1209 ნახვა
სამართალი
შსს-მ სიღნაღის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები: 1972 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. და 1972 წელს დაბადებული კახაბერ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. „სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია „იჟ 56“-ის მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)