|
2016-07-18 14:37:30, 1870 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში სასამართლო შენობასთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
ანკარაში სასამართლო შენობასთან, სადაც ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გენერალი მიიყვანეს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN Turk ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მას სამხედრო ფორმა ეცვა. ამასთან, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიიც ცნობით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. თურქი სამართალდამცველები სასამართლოს შენობასთან ყველა ავტომანქანას ჩხრეკენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რასაც 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით სულ 103 გენერალი და ადმირალი დააკავეს. თურქეთში ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 6000-მდე ადამიანია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)