|
2016-07-17 14:29:36, 1739 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პოლიცია ერევნისკენ ხალხის გადაადგილებას აფერხებს
სომხეთის პოლიციამ სევანის სააავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში შესვლა მხოლოდ ავტომობილების მცირე ნაწილს შეუძლია. დარღვევებისა და არეულობის თავიდან აცილების მიზნით, გადაკეტილია ერევანში მისასვლელი სხვა გზებიც. გარდა ამისა, იმ ტერიტორიიდან, სადაც შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობა დაიკავეს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცველების მიერ ორი საეჭვო მოქალაქის დაკავების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შეიარაღებული პირები, რომლებმაც პოლიციის შენობა დაიკავეს, ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის მომხრეები არიან. სეფილიანი ირაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაპატიმრებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)