|
2016-07-17 11:32:21, 1819 ნახვა
მსოფლიო
აშშ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ამერიკის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის თქმით, გადატრიალების მცდლეობაში ვაშინგტონის როლზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს. ჯონ კერიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მორიგ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აშშ მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში დაეხმაროს. კერის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ ანკარას მოუწოდებს, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს. განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც და თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)