04:26 - 14 Aug, 2026
|
2016-07-16 18:38:42, 1832 ნახვა
მსოფლიო
Anadolu - ამბოხებას საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ხელმძღვანელობდა
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი აქინ ოზთურქი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ამბოხებულთა უმრავლესობა სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 265 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)