|
2016-07-16 18:10:53, 1656 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან 2 745 მოსამართლე გაათავისუფლეს
თურქეთში 2 745 მოსამართლე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, გადაყენებული მოსამართლეები ამბოხებულებს თანაუგრძნობდნენ. გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პროკურატურამ 188 მოსამართლის დაკავების შესახებ ბრძანება გასცა, რომელთაგან 10, უკვე დაკავებულია. შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სატამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)