04:27 - 14 Aug, 2026
|
2016-07-16 16:29:26, 1869 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 3 პირი დააკავეს
საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დროისთვის არ სახელდება. ფრანგმა სამართალდამცველებმა სულ 8 ეჭვმიტანილი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თავდამსხმელმი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ათობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. დაშავდა 188 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)