15:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 13:27:53, 737 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო ანსამბლის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზეა და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა მათ ყოველგვარი დახმარება გაუწიოს.

„მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გადაკეტილ იქნა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები. აღნიშნულის გამო, 16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, ქ. სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება. თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზების გახსნა, რის შესახებაც ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს. ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით.

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics