|
2016-07-16 13:17:13, 1778 ნახვა
მსოფლიო
AP: თურქეთში განვითარებულ მოვლენებს 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი სამხედრო მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მეთაური უმიტ დუნდარი აცხადებს, თურქეთში განვითარებულ მოვლენებს 190-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მისივე თქმით, გარდაცვლილია 41 პოლიციელი, 2 სამხედრო პირი, 47 მშვიდობიანი მოქალაქე და 104 მეამბოხე. ცნობისთვის, ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა 90 ადამიანი, 1154 კი მძიმედ დაშავდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. დაახლოებით, 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. დაკავებულთა რაოდენობა 1563-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)