03:23 - 14 Aug, 2026
|
2016-07-16 04:51:08, 1787 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრემიერ-მინისტრი: ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს. ილდირიმის თქმით, ანკარას თავზე ფრენა შეჩერებულია. როგორც მედია საშუალება იუწყება, უახლოს საათებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)