2016-07-16 03:00:02, 1436 ნახვა
მსოფლიო
თურქულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი ოფიციალურად ჩაკეტა
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მხრიდან ჩაიკეტა.
ტურისტები, რომლებიც ქართულმა მხარემ გაატარა უკან მობრუნდნენ.
სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები "ექსპრენიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, მათივე თქმით, საბაჟოს წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტეს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა მათი სიცოცხლისთვის შესაძლოა საშიში იყოს.
ამასთან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ქართულ მხარეზე სამართალდამცველთა მომრავლება შეინიშნება. ქართველი მებაჟეები მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის მოქალქეებს ატარებენ.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან