|
2016-07-15 17:35:01, 1721 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში თავდამსხმელის ლიკვიდაციის ამსახველი კადრები გავრცელდა (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ნიცაში, თავდამსხმელის ლიკვიდაციის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეო სავარაუდოდ, მობილური ტელეფონით არის გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან ფრანგი სამართალდამცველები თავმდასხმელის ავტომანქანას და ცეცხლს უხსნიან. ცნობისთვის, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. იგი ათეულობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ათობით ადამიანი დაშავდა, მათგან 18 კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღნიშნული ტრაგედიის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი სამი თვით გაახანგრძლივა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)