|
2016-07-15 15:24:50, 1590 ნახვა
მსოფლიო
Amaq - ნიცაში მომხდარი თავდასხმა ISIS-ის დღის წესრიგში არ იდგა
ნიცაში მომხდარი თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" დღის წესრიგში არ იდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტერორისტული დაჯგუფების მიერ მოწყობილი ბოლო ტერაქტი ბაღდადში მოხდა. რაც შეეხება ნიცაში მომხდარ თავდასხმას, Amaq-ის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის გამო სიხარული გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ყველა ადამიანს „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. როგორც ფრანგული მედია წერს, სწორედ ამ ვიდეო მიმართვის ფონზე გაჩნდა ეჭვი, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი "ისლამური სახელმწიფოა". მედიაში გავრცლებული ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" სხვადასხვა ტერაქტებზე პასუხისმგებლობას, მხოლოდ მას შემდეგ იღებს, თუ ორგანიზატორი მუსულმანია ან თვითონ დაჯგუფებაა თავდასხმის ორგანიზატორი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)