01:37 - 14 Aug, 2026
|
2016-07-14 13:15:57, 1599 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეიმ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა
გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დაიკავებს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფილიპ ჰამონდი მეის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი იქნება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი საგარეო ვაჭრობის მინისტრი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მოლაპარაკება მოუწევს ლონდონსა და ბრიუსელს, საგარეო ვაჭრობის მინისტრის პოსტი მთავრობაში წამყვანი იქნება. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, რომელიც მეის გაპრემიერების შემდეგ ვაკანტური გახდა, ენერგეტიკის მინისტრი ემბერ რადი დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)