|
2016-07-13 12:45:57, 1529 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონმა პოტენციურ ვიცე-პრეზიდენტად ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი დაასახელა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა პოტენციური ვიცე-პრეზიდენტის სახელი დაასახელა. Reuters-ის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ევროპაში ნატო-ს ჯარების ყოფილი სარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი გახდება. კლინტონი სტავრიდისს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიულ ყრილობაზე, ფილადეფლიაში 28 ივლისს დაასახელებს. მან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის შესახებ 8 ივნისს განაცხადა. „ვარჩე ყველაზე კვალიფიციურ ხალხს, მათ შორის, ქალებს, რადგან მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას, ვისაც ავირჩევ, პრეზიდენტად გახდომა შეეძლება, თუ მე რამე დამემართება. ეს ყველაზე მთავარი კრიტერიუმია“, - განაცხადა კლინტონმა. ჯეიმს სტავრიდისი ევროპაში ნატო-ს ჯარების სარდალი 2009-2013 წლებში იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)