|
2016-07-12 22:14:56, 1104 ნახვა
სამართალი
"მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
საცხოვრებელ კომპლექს "თეთრი მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. მოსამართლემ ოთხივე მათგანს -" ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელსა და კომპანიის გაყიდვების ყოფილ მენეჯერ სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, გამოძიება მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი 19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიაზე“. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)