|
2016-07-12 15:46:33, 748 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: „რესპუბლიკელების“ მიერ კოალიციის დატოვება, "ქართულ ოცნებას" რეიტინგს მოუმატებს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად „რესპუბლიკურ პარტიას“ ბარიერის გადალახვის დიდი შანსი არ აქვს. როგორც საყვარელიძემ "ექსპრენიუსს" განუცხადა, გიგლა აგულაშვილის სახელისუფლებო პარტიაში დარჩენა ასეთი პროცესების თანმდევი მოვლენაა და თავის დროზე თეა წულუკიანიც ასე მოიქცა. "სამთავრობო ცვლილებს რაც შეეხება, გახსოვთ ხიდაშელის განცხადების მერე ექსპერტების ნაწილი ამბობდა, რომ ცვლილებები მაშინვე მოხდებოდა. ამიტომ, გასაკვირი ის, რომ ვარშავის სამიტის მერე მინისტრები გადადგნენ, გასაკვირი არაა. ზოგადად, როდესაც სახელისუფლებო პარტია კოალიციიდან გადის, ყოველთვის არის ანალოგიური პროცესები - ვიღაცა რჩება პარტიაში და ვიღაცა არა. მაგალითად, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" გამოვიდნენ ხელისუფლებიდან, თეა წულუკიანი დარჩა "ოცნებაში". ადამიანი როდესაც ხელისუფლებაშია, ხშირად იტაცებს ის საქმე რასაც აკეთებს და დიდი ინტერესი აღარ აქვს რომელ გუნდში იქნება. ასეთივე სურათი მივიღეთ ახლა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს - ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინული ვიკილიქსის თანახმად, სურს, რომ არ გავიდნენ "რესპუბლიკელები" "ოცნებიდან". როგორც წესი, სააკაშვილს სწორი პოლიტიკური ინტუიცია აქვს. "რესპუბლიკელების" გასვლა "ოცნებას" არგებს, რადგან "რესპუბლიკელების" მიმართ ფართო საზოგადოებაში საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებაა. თვითონ "რესპუბლიკელებს" არჩევნებზე ბარიერის გადალახვის დიდი შანსი არ აქვთ", - განაცხადა საყვარელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)